სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ვანის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფელი: ჭყვიში). მდებარეობს მდინარე ყუმურის (რიონის სისტემა) ნაპირებზე. ზღვის დონიდან 70 მეტრი. ვანიდან 6 კილომეტრი.
შუამთა მუნიციპალიტეტის რიგით მეორე დასახლებული პუნქტია, ტერიტორიული და ეკონომიკური მნიშვნელობით ვანის შემდეგ. 2014 წლის წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1307 ადამიანი, რითაც მუნიციპალიტეტში მხოლოდ ვანს და სალხინოს ჩამორჩება. შუამთის თემის მოსახლეობა კი 1683 ადამიანია (ჭყვიში: 376 ადამიანი), რაც ასევე მესამე შედეგია ვანისა და ზეინდრის თემის შემდეგ.
სოფელში დგას ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლები — წმინდა გიორგის ეკლესია (1615 წ.), რომელიც შიგნით მოხატულია და ნათლისღების სახელობის ეკლესია.
demografia
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
2002 |
1553 |
2014 |
1307 |
|